ედვიონი ტარაკანის ჟელე

დეზინსექცია
99b

ედვიონი ტარაკანის გელი წარმოადგენს სადეზინსექციო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ტარაკნებთან საბრძოლველად.

 

4 ტუბი, თითოეული 30გ

 

გამოყენება:

წერტილოვნად განათავსეთ ჟელე ისეთ ადგილებში, საიდანაც შემოდიან ტარაკნები ტერიტორიაზე, იქნება ეს ნაპრალები თუ სხვა ღიობები. ასევე, ხშირია ტარაკნების გავრცელება სამზარეულოს ინვენტარის სიახლოვეს, მაგალითად სამზარეულოს მაგიდის ქვეშ, ნიჟარის ქვეშ, მაცივრის ძრავში და ა.შ. 

შესაბამის ადგილებში წაუსვით 1-3 წერტილი ჟელე ყოველ 3 მეტრში, ხოლო თუ ტარაკნის შემოსევა დიდია, 3-5 წერტილი ყოველ 3 მეტრში. ედვიონის წასმა სასურველია მოხდეს ხაზოვნად.

სწრაფი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ტერიტორია იყოს სუფთად, რათა სატყუარა ჟელეს სხვა საკვებმა არ გაუწიოს კონკურენცია. მას შემდეგ რაც ტარაკანი შეჭამს ედვიონის გელს, იგი ინფიცირდება და ბუდეში დაბრუნების შემდეგ ეპიდემიასავით ავრცელებს ქიმიკატს, რაც ედვიონის გელს ძალიან ეფექტურს ხდის.

 

უსაფრთხოების ზომები:

ედვიონი ტარაკანის ჟელე-ს გამოყენება ნებადართულია შესაბამისი უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მოხმარებისას მკაცრად გათვალისწინებული უნდა იყოს გამოყენების ინსტრუქციის რეკომენდაციები. არ გამოიყენოთ ედვიონი ტარაკანის ჟელე ისეთ ზედაპირზე, რომლის ტემპერატურაც 49-50°C-ს აღემატება, რადგან შესაძლოა სატყუარას გათხელება და მისი ეფექტურობის დაკარგვა გამოიწვიოს.

 

შენახვის ვადა: 

2 წელი წარმოების თარიღიდან

 

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 

სარეგისტრაციო მოწმობა №196 13.05.2019 




მსგავსი პროდუქცია

to-top