რაპტორ ტარაკნის გელი (ჟელე)

დეზინსექცია
42b 35b

რაპტორ ტარაკანის გელი წარმოადგენს სადეზინსექციო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ტარაკნებთან და ჭიანჭველებთან საბრძოლველად.

1 ტუბი 35გ

გამოყენება:

წერტილოვნად განათავსეთ ჟელე ისეთ ადგილებში, საიდანაც შემოდიან ტარაკნები/ჭიანჭველები ტერიტორიაზე, იქნება ეს ნაპრალები თუ სხვა ღიობები. ასევე, ხშირია ტარაკნების გავრცელება სამზარეულოს ინვენტარის სიახლოვეს, მაგალითად სამზარეულოს მაგიდის ქვეშ, ნიჟარის ქვეშ, მაცივრის ძრავში და ა.შ. 

შესაბამის ადგილებში წაუსვით 1-3 წერტილი ჟელე ყოველ კვადრატულ  მეტრზე, ხოლო თუ ტარაკნის შემოსევა დიდია, 3-5 წერტილი ყოველ კვადრატზე. 

სწრაფი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ტერიტორია იყოს სუფთად, რათა სატყუარა ჟელეს სხვა საკვებმა არ გაუწიოს კონკურენცია. მას შემდეგ რაც ტარაკანი შეჭამს რაპტორ გელს, იგი ინფიცირდება და ბუდეში დაბრუნების შემდეგ ეპიდემიასავით ავრცელებს ქიმიკატს.

 

უსაფრთხოების ზომები:

რაპტორრ ტარაკანის ჟელე-ს გამოყენება ნებადართულია შესაბამისი უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მოხმარებისას მკაცრად გათვალისწინებული უნდა იყოს გამოყენების ინსტრუქციის რეკომენდაციები. არ გამოიყენოთ რაპტორი ტარაკანის ჟელე ისეთ ზედაპირზე, რომლის ტემპერატურაც 49-50°C-ს აღემატება, რადგან შესაძლოა სატყუარას გათხელება და მისი ეფექტურობის დაკარგვა გამოიწვიოს.

აქტიური ნივთიერება: Indoxacarb

შენახვის ვადა: 

2 წელი: 08/2027




მსგავსი პროდუქცია

to-top